Selena gomez date of birth
Selena gomez husband, age.
სელენა გომესი
სელენა მარია გომესი (დ. 22 ივლისი, 1992) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“.
Selena gomez movies
ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,“ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა,“ „რამონა და ბიზუსი,“ „მონტე–კარლო.“
სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა.
2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene,“ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell,“ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“ 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.
ადრეული ცხოვრება
სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის ყოფილი თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ძირი აქვს. მენდი ტიფი სულ 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რ